დანაბარები


შენ ჩემში არ ხარ, თუმცა მაინც გგრძნობ,
სევდით მეწვიე და ლანგარებით,
შენ მაგ ღიმილით ჩემ არსს არ ინდობ..
თითქოს შენ მსპობ დანაბარებით..

დანაბარებით, რომ შენ გიყვარდი...
ყოველი სიტყვა ძვირფასი იყო..
როცა სხვას მგელივით მივარდი..
რომ მეუბნები არ დაგივიწყო!

არ დაგივიწყო, რადგან გიყვარდი..
კი მიყვარდი, ოღონდ გაზაფხულს..
როცა სხვას მგელივით მივარდი..
მე შენ გნატრობდი, როგორც არ ნახულს

მე დავბერდები თუ ვერ გივიწყე,
ტვინის უბნებში მაინც დაგკარგავ
თუმცა გული ვერ დაგივიწყებს
და სიზმარში მაინც შენ დაგლანდავს

არა, შენ ჩემს მე აღარ გიწოდებ..
რადგან მომშხამე ისეც სნეული..
მე შენთვის გულთან არ ვიომებ..
რადგან ისეც ვარ გადარეული..

როგორღა გიგრძნო მაინც არ ვიცი
იქნებ ღმრეთმა ქნას ეს სასწაული..
თუ შეგიყვარე სამარეს დაგიცდი..
და იქნება ეს დღე-სასწაული..

მაგრამ მოხდება კი განმეორება..
იქნება ეს გრძნობა მარადიული?
იქნებ სამარეს სხვა მელოდება..
იქნებ სხვა რამაა მარადიული....

მხოლოდ მან იცის და სხვა არავინ..
ის გაწყვეტს ბედსა ძაფსა ჭიმულსა..
გადაწყეტს, სად იქნება ჩემი კარავი..
ჩემი კარავს და გვამსა ყინულსა!

მე სად ვიქნები, ვის ვეყვარები...
და ვინ იქნება ჩემი მგლოვარე..
რომელ მხარეს მოვეფარები..
რომელს ვიქნები შიგა მდგომარე

იქნებ ზევით და ანგელოსებსა..
სადაცა წმინდაა თეთრ ქალაქი..
ან კიდევ ქვევით იმ დემონებსა..
სადაც ტრამლად გადიქცა ბალახი...

შენ ჩემში არ ხარ თუმცა მაინც გგრძნობ
სევდით მეწვიე და ლანგარებით
შენ მაგ ღიმილით ჩემ არსს არ ინდობ..
თითქოს შენ მსპობ დანაბარებით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი