ძველი როიალი


ცხოვრებამ ჩამიარა ჩამოწერილივით,
დამდგარა ახალი ხანა,
უკან დამაბრუნა უმარკო წერილივით,
ეს დავიმსახურე განა?!

შავს თეთრი შეცვლისო,ასე ბორიალი,
იქნებ არ გამოგადგეს.
ერთ დროს საკონცერტო,სამეფო როიალი,
კუთხეში უსაქმოდ დამდგეს.

ახლა სხვა დროაო და სხვა გამოწვევა,
დიდ ადგილს იკავებო შენით.
აღარ შეგვიძლია მიწევა,მოწევა,
გული გამიტეხეს ენით.

მაგრამ ხომ ჩემია შავ-თეთრი კლავიშები,
ჩავივლი სადამდეც ივლის.
კუთხეში დადგომას,ნოტებად დავიშლები
და შევეგებები სიკვდილს.

დრო იყო შანდლებით და ბროლით მავსებდენ,
სიტყვას მარიდებდენ ავებს,
ჩემს სადღეგრძელებლად ფუჟერებს ავსებდნენ
და კრძალვით მიკრავდენ თავებს.

ცხოვრებამ ჩამიარა ჩამოწერილივით,
მინელდა სიცოცხლის ალი.
უკან დამაბრუნა უმარკო წერილივით,
სამეფო როიალი!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი