თეას


მთელი წელი ხვალინდელ დღეს ველოდები,
რომ ავიღო სიყვარულის "სტარტი".
მე სახლში ვარ,შენ სმენიდან გელოდები,
ისევ დგება 23 მარტი.

კიდევ ერთი მიხარია, შენთანა ვარ,
შენთანა ვარ,მე ვარ შენი დარდი.
სულ ძალიან,სულ ძალიან მიყვარხარ და
შენთან ერთად მიყვარს შენი მარტი.

შენ ხარ ჩემი თვალები და მკერდში გული,
ჩემთვის გაჩნდი,მართლაც ჩემდა ბედად.
გიპოვე და მოგაშვილე სიყვარული,
აგირჩიე ჩვენს შვილების დედად.

შენ მეწევი,მე "ფინიშთან" გელოდები,
რომ ავიღო სიყვარულის "სტარტი".
ხვალინდელ დღეს და შენს მოსვლას ველოდები,
მათენდება 23 მარტი!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი