***
იმედ გაცრუება
ყური არ იზდება იმიტომ,რომ
ათას მოსულელო აზრებს ვისმენ.
ფიქრი ამერია იმიტომ,რომ
ალბათ მომეტებულ სათქმელს ვითმენ.
ძველებს ვესალმები იმიტომ,რომ
ახალს ვერ შევწვდები,ვერ შევიძენ
იმედი დავკარგე იმიტომ,რომ
სულში სიმარტოვის სუსხი ვიგძენ.
ხორცი დამიმძიმდა იმიტომ,რომ
სული არასოდეს ვაზიარე.
აღმართი არ მინდა იმიტომ,რომ
დაღმართიც დაღლილმა ჩავიარე.
სიტყვას აღარ ვამბობ იმიტომ,რომ
მხოლოდ ჩემი თავი ვაზიანე.
გავლა აღარ მინდა იმიტომ,რომ
უკვე მიზანს გავცდი,გავიარე.
სმღერა არ მინდა იმიტომ,რომ
სმენა არა მაქვს და ვერ ვმღერივარ.
ცრემლი დამდენია იმიტომ,რომ
სხვაზე უვარგისი ქართველი ვარ.
ბოდიშს ვერ მოვიხდი იმიტომ,რომ
ახლა საკუთარ თავს გაურბივარ.
გონებას არ მივდევ იმიტომ,რომ
გრძნობის მოზღვავებას დავუბივარ.
სამშობლო მადარდებს იმირომ,რომ
როგორ,დაქცეულხარ ჩემო ერო.
ფურცელს გაუბრაზდი იმიტომ,რომ
გულს ვეღარ გითანხმებ კალმის ღერო.
მზის გულზე დავდნები იმიტიმ,რომ
ღალატს დაუდია ყველგან ჩერო.
ამ ლექსს ვაცოდვილებ იმიტომ,რომ
მეტი აღარასდროს აღარ ვწერო!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი