არ დავნებდები


ძნელია როცა დაკარგავ გვირგვინს,
და შენთან ქრება შენი დიდება,
მაგრამ ლომი ხარ,არ გავხარ პინგვინს,
შველაც რომ იყოს, არ მოგინდება!
ახლაც კი ქარი გიწეწავს ფაფარს,
და მაინც დგახარ ღონემიხდილი
ღრიალი შენი კვლავ აფრთხობს აფთარს,
ფეხდაფეხ მოგდევს შენი სიკდილი
არ ნანობ რაც კი გადაგხდენია,
თითქოს თავს ირთობ თავისებურად
ამ ქვეყნად წუთიც არ დაგრჩენია,
და მაინც სიკვდილს ხვდები მეფურად!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი