დაიმსახყრე?
ტყვია თუ გერგო,ეს არ ნიშნავს რომ ილია ხარ, იქნებ ეს ტყვია ჯერ შენ სულ არ დაიმსახურე. ჯვარი თუ გერგო,ჯერ იკითხე, ვინ ხარ?ან რა ხარ? სად დაიჩოქე?სად ილოცე?სად იმსახურე? თუ ვერ გაგიგეს აღიარე-იქნებ ვერ ვთქვი მე? მოიწადინე,შეასრულო შენი მისია. განძი თუ გერგო ის გახსოვდეს არ ხარ ექვთიმე, აბა შეძელი და მაშინ თქვი-ეს ხომ სხვისია. თაფლი გისვია,იქნებ არ ხარ ცოტნეს სადარი, არც ერეკლე ხარ,არც გიორგი,არცა დავითი. გული ნუ გწყდება თუ არა ხარ წმინდა საყდარი, იქნებ ამ საყდრის სახურავი შენ ხარ კრამიტი. ისე იცხოვრო არ დაკარგო შენში რაობა, კრამიტი თუ ხარ,სჯობს საყდარი რომ გადახურო. რომ გაღიარონ უნდა შეძლო ილიაობა, წილი ტყვიაც კი შენით უნდა დაიმსახურო!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი