შემოდგომა


ქარი საურმე გზაზე,
დააფრიალებს ფოთოლს.
ნისლი გამწყრალა დარზე,
ალბათ ამაღამ მოთოვს.

მზეს დაუკარგავს ძალა,
ჩასძინებია დაღლილს.
დამსგავსებია ჭალა,
საღებავ დაღვრილ ადგილს!

წვიმა ცრემლებათ ცრის,
აწვალებს ხის კენტ ფოთოლს.
ნიავი ქარად ქრის,
ალბათ ამაღამ მოთოვს!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი