მეუღლეს
დილიდან შენს სახელს ვიძახი, მპასუხობ-ძვირფასო ახლავე! ხანდახან სიზმარშიც გიძახი, ვფიქრობ რომ სუნთქვაც შენ მასწავლე. გიყურებ,ვამაყობ წარსულით მომავალს იმედით ამივსებ. რომც იყო მზესავით ჩასული, ღამესაც ნათელით აივსებ. შეგპირდი მაგრამ ვერ შევძელი, რომ აგარიდებდი იარებს. ღმერთსა ვთხოვ იყავი დღეგრძელი, იმედად ჩემს გვერდით იარე! მე შენი ქალობით ვდიდდები, ტკივილზე მალამოდ მედები. როცა შენ გიყურებ ვმშვიდდები, ???გპასუხობ- რომ მეიმედები!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი