რანი ვართ?
როგორ დაბზარულა ოშკი, გულსაც გაუჩერებს ორგულს. როგორც უპატრონო კოშკი, ობი მოსდებია ქონგურს. ვდგავართ არსებობის ზღვარზე, როცა მომავალი ქრება. თითქოს დაწერილი ქარზე, ჩვენი ისტორია კვდება. ლოცვას დაუკარგავს მადლი, აქამდე ქედებს რომ ხრიდა. მიწა თითო- თითო ადლი, სალოცს რომ ნალოცად ხდიდა. ტაძარს გაპობია გული, უძლებს,ელოდება მაშველს. ნეტა რაღას ნიშნავს ფული, თუკი არ უშველის საშველს? ტაძარი გამხდარა კოშკი, ნალოცს არევია თავგზა. რა ვართ თუ არ გვექნა ოშკი? რა ვართ თუ არ გვექნა ზარზმა???? იოსებ ციცქიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი