სიბერით სიყვარული არ კვდება


სიბერით სიყვარული არ კვდება,
სიბერით არ იცლება თასი.
მაშინ უფრო ხვდები რაც ხდება,
მაშინ უფრო იცი ფასი.

გივლია, ო რამდენი გივლია!
ოფლიც დაგდენია ღვარად.
მაგრამ არსად დაგიჩივლია,
შუბლზე დაგრჩენია ღარად.

გიყვარს როგორც ადრე გიყვარდა,
გრძნობად ჩამოგიქნავს ხვია.
ადრე სხვა სახელი ერქვა და
ახლა მონატრება ქვია.

სიბერით სიყვარული არ კვდება,
თეთრად შეგევერცხლა თმები.
ახლა უკეთ იცი რაც ხდება,
როცა გემატება წლები!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი