ზამთარი
მოფრინდნენ პატარა ფიფქები, ჩამოსხდნენ სარკმელთან ტოტებზე. ზამთრის გაყინული ფიქრები, აცეკვდნენ ყინულის ნოტებზე. ჩიტები მიმსხდარან კუთხეში, აქმდე მზე ცოტა ათბობდა. სიცივე ჩამჯდარა ბუდეში, წუხელის ღამე რომ ათოვდა. ყინვა თოვლის ფიფქებს აცეკვებს, სარკმელზე დახატულ ნოტებზე. როგორც შეუძლია აცელქებს, მერე კი ჩამოსხავს ტოტებზე. ზამთრის გაყინული ფიქრები, გაცრილი ყინულის წვეტებად. დღეს ხართ ფანტელი და ფიფქები, ხვალ გადაიქცევით წვეთებად. ზამთარი მოსულა ღამეში, როგორც მიტოვებულ ბუდეში. თითქოს დამნაშავე რამეში, ჩიტები მიმსხდარან კუთხეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი