ნეტავ ბავშვობაში დამაბრუნა


ნეტავ ბავშვობაში დამაბრუნა,
ნეტავ დამასიზმრა ჩემი სახლი.
ეზო,ვენახი და ბაღის ბოლო,
თოკზე გამომბული ჩემი ძაღლი.

ირგვლივ გასათოვლი გზა და ქუჩა,
თოვლში გაყინული ორივ ხელი.
მერე მოგიზგიზე ღუმელი და
დაბრაწული წაბლი ცხელზე- ცხელი.

ღამით თოვლის მოსვლის სიხარული,
ხე და ხეივანი დათოვლილი.
თოვლში სიცელქე და  ჟრიამული,
კარი  სანახევროდ გათოვლილი.

ორშაბათი დილის დაზარება,
სიცივე და გარეთ შლეგი ქარი.
ჩანთებ წამოსხმული პატარები,
გზაში მოსწრებული სკოლის ზარი.

ეჰ ნატავი კი დამასიზმრა,
ჩემს შინდარას ფეხით მოვივლიდი.
თუკი ვინმეს რამე ვაწყენინე,
ახლა დიდი ბოდიშს მოვიხდიდი.

ახლა მოგონება ამატირებს,
რაც არ მიტირია კაცობაში.
ღმერთო ეს სურვილი ამიხდინე,
სიზმრად დამაბრუნე ბავშვობაში!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი