ქედი მოიხარწთ


ქედი მოიხარეთ ბატონებო,
ქედი მოიხარეთ!
რაც ამ მიწამ გარგოთ საოცნებო,
ტკბილად მოიხმარეთ!
სადაც ფეხი გიდგათ,ანდა დადგავთ,
სანთლად ამინთია,
მიწას უმოწყალოდ რასაც ყიდით,
ყველგან დავითია!
სისხლი აიდუღეთ სისხლძარღვებში, სისხლი აიდუღეთ,
როგორც იქუხებდენ წინაპრებში,
ისე დაიქუხეთ!
ჯაჭვი ამირანის ამოგლიჯეთ,
ჯაჭვი შავი კლდისა,
მტერს მიტაცებული გამოგლიჯეთ,
მიწა ღვთისმშობლისა!
ცრემლი შეუმშარალეთ მომდინარი,
ცრემლი პირიმზისა,
ლოცვა გაცილებდეთ, მომღიმარი მეფე თამარისა!
არასდროს დავკარგოთ ლოცვად აღებული,
ჩვენი ანი ბანი,
სულ გზას გინათებდეთ ჩვენთვის წამებული,
წმინდა ქეთევანი!
ცხრა ხარ,სამასი ხარ,მტერთან ავდრიანი,
უფრო დაიმარჯვებ,
ერთიც უნდა იყო ცოტნე დადიანი,
მაშინ გაიმარჯვებ!
როგორც შეაფასებ დანატოვარ განძთთა,
ისე დაფსსდები,
თუ იქნები ოშკი,თუ იქნები ხანძთა,
ერთიც გაასდები!
და თუ მოგერია,მტერი სულერთია,
გადამშენებელი,
გახსოვდეს მიწის ქვეშ ყველგან დავითია,
აღმაშენებელი!
მუხლი მოიყარეთ ბატონებო,
ლოცვა მოუნახეთ,
რაც ამ მიწამ გარგოთ საოცნებო,
შვილებს შეუნახეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი