გაზაფხულის მეშინია
ალბათ ამ ზამთარს ვერ გადავიტან, სიზმრად დავიღვრები ზამთრის ძილში. ყინვას და სიცივეს ვეღარ ვიტან, მიჭირს გაზაფხულის მოლოდინში. ადრე ბავშვობაში გამეგომა, ზამთარს გაზაფხულის ეშინია. ეს თუ მოხდებოდა არ მეგონა, გაზაფხულის მოსვლის მეშინია. თოვლად შემოვრჩები მე ამ ზამთარს, დამღვალი ფიფქივით დავილევი, ვეღარ ჩამოვფურცლავ წლების დავთარს, მეც ამ ზამთარივით გავილევი. ზამთარს გაზაფხულის ეშინია, ამბავი მომიყვნენ ენძელებმა განა სიკვდილისა მეშინია, მხოლოდ უშენობა მეძნელება!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი