წიფლის ხიდან მუხის ხემდე


დავბადებულვარ წიფლის ხესთან ამბობით ვიცი,

და ის წიფლს ხე გაუთლიათ ჩემთვის აკვანად

წიფლის აკვანში ჩამესმოდა სიცოცხლის ფიცი

ჩუმი შრიალი წიფელისა,მშობლიურ ნანად.

 

      უნდა მეცოცხლა,უნდა მევლო,მართალი სიტყვით

      რადგან იმედი ჩაუდია ბუნებას ჩემშში.

      შეძლებისგვარად გზა ვიპოვე მე კითხვა კითხვით

      მართალი სიტყვა სანთლად მენთო ცხოვრების ბნელში!

 

მალე მოვსულვარ წიფლის ხიდან მე მუხის ძირში,

და დაუწვავი სათელივით სულად ჩვქრები.

შემომეძალა გავლილისა ცხოვრების შიში

რა შემეძლება მე უფალთან როცა წავრსდგები?!

 

      რა გავაკეთე?რა შევქმენი?ამ ქვეყნად განა

      გასაკეთებელს ჩემს თავს თვითონ ცრემლად ვატირებ.

      არ დააჭედოთ თავსახური არა და არა!

      არ დააჭედოთ მე გაქცევას არსად ვაპირებ!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი