გაზაფხული


ალუბალო ნეტავ რამ გაგახარა?!
საქორწინო პატარძლად რომ ირთვები.
ნუთუ ვინმემ გაზაფხული გახარა?!
ჩაგჩურჩულა ყურში ტკბილი სიტყვები.

ნუთუ სიომ სიყვარულში გაგხვია 
და გრძნობების ცეცხლში აგაბრილა?!
წელზე სითბო ქამრად შემოგახვია,
საქორწინო სხივად გაგაბრდღვიალა!

მარტი მარტობს და ყვავილებს გაგაცლის,
რაც კი გელის მარტის თვეში გაილევ.
ქარი გაგწეწს და წასაგლეჯს წაგაცლის,
რაც დაგრჩება იმით დაიყვავილებ.

სილამაზე შესაშურად შეგარჩევს,
მაგრამ თავი არასოდეს დახარო.
სიყვარული იმდენ ნაყოფს შეგარჩენს,
მომავალი ნაყოფით გაახარო!

 
 ალუბალო თეთრო თვალებმახარა,
აყვავდი და საპატარძლოდ ირთვები.
გაზაფხულმა გახაფხული გახარა,
მიყვარხარო ჩაგჩურჩულა სიტყვები!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი