თეას
ცხოვრების გრძელ გზაზე მეგზურად მომყვები, მუდამ მიმსუბუქებ ტკივილს. დრო მოვა ამ ამბავს ზღაპრებად მოყვები, არც მაშინ დიწყებ ჩივილს. -ოღონდ იცოცხლეო!ასე მესალმები, ღამეს გამითენებ დილით. -შენ თუ ვერ შეიძლებ მხარში დაგიდგები და ასე მხარდამხარ ვივლით. ისე შემომყურებ თითქოს ღმერთი ვიყო, გულზე გატარებდე ხელის. -ბედნიერებისთვის მეყო რაც იყოო და სხვას არც არაფერს ელი. მადლობას რომ გიხდი,ამბორით მაჩუმებ, -პირიქით მადლობა კარგო! სულყველა განსაცდელს ხელახლა გაუძლებ, შენთან რაც ცხოვრებამ მარგო! ვცოცხლობ და ვიცოცხლებ ჩემო სიყვარულო, მოგყვები რასაც შენ იტყვი! და როცა მივხვდები უნდა დავასრულო, მაშინაც შენ სახელს ვიტყვი!!! დრო მოვა ზეცისკენ გზას რომ დავადგები, უშენოდ გასავლელ უვალს. ჩემზე არას ვიტყვი,როდესაც წავრსდგები, შენზე მოუყვები უფალს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი