თეას


მზის სხივები მოგიგროვე პეშვით,
ღრუბლებს შორის ოქროსფრად რომ ცვივა.
ვერ მაშინებს მე ყინულის ეშვი,
მაშინაც კი თუკი გარეთ ცივა.

გაზაფხული თავის ძალებს იკრებს,
ზამთრის სუსხის აღარა აქვს დარდი.
არემარე ათას ფერებს ირგებს,
სადაცაა ჩამოდგება მარტი.

მოდის მარტი ეს ხომ შენი თვეა,
მზე აჯობებს ცაზე ღრუბლის კუზებს.
8 ქალთა და 3 დედის დღეა,
მეც მოუხმობ გასარითმად მუზებს.

გულის კარი ფართოთ დამრჩა ღია,
თუმც ზამთარი დგას ყინულის ეშვით.
ხელის გულზე აგიყვავე  ია,
მოგიტანე მზის სხოვები პეშვით!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი