დედას
ბევრი ვიფიქრე,თუ რა დამეწერა, მუზამ სულის ბოლო წერტილს მიაღწია. ყველა ამოსუნთქვა,ყველა სიხარული, ღმერთმა შენით შექმნა,შენით მიხარია! შენით ვცოცხლობ ქვეყნად,ყველაზე ძვირფასო! გრძნობით შემიმკია ჩემი სიყვარული! და ჩნდება შეკითხვა- რა არის სიძლიერე?! როცა სხვისთვის ასე მედგრად გიძგერს გული. სწორედ ის მხატვარი ,ჩვენი შემოქმედი.. რომელმაც გვიბოძა დიდი საჩუქარი, სიცოცხლის სურვილი და მისი შეგრძნება სწორი გზა და ია- ვარდი სანუკვარი. დედა სიწმინდეა,დედა დამცველია, ზოგჯერ მებრძოლია,თუ კარნახობს ბედი და ასე მოვდივართ დედის მფარველობით, პირველი სიყვარული,ჩვენი შემოქმედი!.. გვანცა ციცქიშვილი 03.03. 2023წელი.. თან მებოდიშება,ძვირფასი ვერაფერი გიყიდეო..❤️❤️❤️❤️❤️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი