მარტი
გაზაფხული დაიბურთა კვირტებად, არ გინახავს?სანახავი რამეა. ბროწეული საპატარძლოდ ირთვება, თითქოს მისი ქორწინების ღამეა. ცას ღრუბლები ფატასავით უხდება, გაზაფხული პატარძლად დგას ტაძარში ამაღამდელ ღამეს რა მოუხდება?! მზე და მთვარე საქორწინო მაყარში. ქარი არის როგორც იყო ავი და ბროწეული მისგანაა ორსულად. თებერვალო, შენი ყავლი გავიდა, ამ ქორწილში ნეფედ მარტი მოსულა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი