ჩემი ბავშვობა


ჩემი ბავშვობა აუღებელ ყანაში დამრჩა,
ტალახისაგან ამოყვანილ პატარა ქვაბში
და პაპაჩემის გათოხნილი ვენახის ბოლოს,
ლობიოსა და სიმინდების არეულ კვალში...
ჩემი ბავშვობა ჩამობერტყილ კაკალზე თრთის და...
ბაბოს ღობეზეც დღეს სხვა აცხობს ტალახის შოთებს,
მეზობლის სახლშიც წლეულს უკვე სხვა შეაბიჯებს
და საახალწლოდ ჩემს ტკბილეულს სხვა მეკვლე მოკრეფს...
ჩემი ბავშვობა სოფლის თავში, წყაროზე ტირის
საუკუნოვან დოქის ყელში, მე რომ ვერ დავძარ...
მხრებაწურული ვთრთივარ, როგორც ფოთოლი ქარში
და ვეთხოვები ლაღ ბავშვობას პაპას ვენახთან...
(თეა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ზურაბ ჭიოკაძეჟურნალისტი4 წლის წინ

ეს კი მართლა მაგრა მომეწონა ყოჩაღ, ულამაზესი მხატვრული სახეებია.

თეა გურგენიძემასწავლებელი4 წლის წინ

დიდი მადლობა :)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი