მხოლოდ სიყვარულს შეუძლია


თან კრისტალივით უზადოა შენი სახელი,
თან თითქოს ბნელის, აკრძალულის დაკრავს ელფერი!
მხოლოდ სიყვარულს შეუძლია იყოს წმინდაც და 
რაღაც ველურიც ამავე დროს ასე შეჰფერის.
მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გრძნობდე მადლობას 
და წყევლასავით უკან გდევდეს თანაც სიბრაზე...
მარტო მიჯნურის გულში არის ცივი ქარიც და 
იმავე გულში, მზისფერ თრთოლვის ცხელი სინაზეც!

                             27.11.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი