არ დაჯერების სენი!
ხშირად ვქარგავდი ფრაზებს, მომწონდა ,,ტანჯვა" კალმის! დღეს მენატრება ის დრო, როცა მჯეროდა ამის... სხვებში ვეძებდი საყრდენს, მთებს გადავდგამდი მათთვის! დღეს მენანება ის დრო, როცა მჯეროდა ამის... უხვად ვფანტავდი სიტყვებს დასამტკიცებლად რამის, დღეს ვუბრაზდები იმ დროს, როცა მჯეროდა ამის... მერე...დავკარგე ნიჭი აღტაცების და ფრენის! და შემეყარა თურმე არ დაჯერების სენი! 06.10.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი