***


შენი თვალები აუყვება აღმართს დაგრეხილს.
იქ, სიმაღლეში შენ დანახვა რისი გწადია?!
ნისლით შემოსილს, თვალს ვერ მოსწყვეტ ლანდად აღმართულ
უძველეს ტაძარს, ჩვენი ქვეყნის წარსულს, დაღიანს...
და აუყვები გოლგოთას გზას, ჯოხზე დაბჯენით,
რომ ეს საწუთრო შეავედრო წმინდა მარიამს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი