გაზაფხულის წვიმა
გაზაფხულია. დათბა, ხან ცივა. დასკდომაზეა ხეზე კვირტები. მარგალიტივით აკინძა წვიმამ მძივი... მშვიდად წვიმს თბილი წვეთებით.... ცა ძირს ჩამოდის, თითქოს სურს ნაზად მიწას შეახოს მკერდზე ხელები, მოეალერსოს და მიეშველოს აჭრელდეს მწვანე ფერებით... დაჰბერა სიომ და მოიტანა სურნელი იის, მონატრებული. დაისის სხივი მიცინის ნაზად სქელ ღრუბლებიდან გამოპარული. ფარდა ირხევა თხელი, ფარფატა, ხან აჩენს არეს, ხან აფერმკრთალებს... მზიანი დილის იმედით ჩავთვლემ ამ გაზაფხულის წვიმიან ღამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!