ლექსი, რომელიც ...


მოხუცებულან
დღეები ზამთრის,
ამოიკერა ზეცამაც პირი,
ნაღვლობ, რომ ასე
ფერმკრთალი გავხდი,
და ოცნებას რომ აღარ ვაპირებ.

ბალღიც არაა უფრო გულჩვილი,
მგონია ზოგჯერ,
ახლა მე რომ ვარ,
მოლოდინი აქვს ფიფქების თბილისს,
წიგნის თაროზე
ვნახავ ძველ რომანს...

და თითქოს
მთელი საუკუნეა,
სიშორე ისე აბევრებს წუთებს,
პოეზია კი
უკურნებელი
სენივითაა,- ღამეებს ვუთევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი