სიზმარი
გვიან ღამით მოგონებებს ჩავუყევი იქვე ახლოს დავინახე სახლი მისი მკრთალი შუქი კრთოდა ღამით სახლის შუქი ანათებდა წამით. მივედი და ყური მივდე კარებს ჟრიამულით ხითხითებდა ბავშვი მისი მზერა ახლაცა მაქვს თავში სახე ჰქონდა უცოდველი კრავის იქვე გარეთ თარეშობდა მგელი და დაძრწოდა თვალყვითელი, ნელი თურმე კრავის მოპოვება სურდა თურმე მასაც სდომებია კრავი შემეშინდა, ავეკარი კედელს მომეცითო, მან ღრიალით ბრძანა მან თმის ღერით დაკეტილი კარი თათის მიკვრით სამუდამოდ ჰყარა რაღაც მოხდა... დაიჭირა კრავი და გააქრო უვოდველი ბავშვი მისი სახე მანდილივით ნაზი აისვარა, გაიკაწრა წამით. გაიელვა, კიდევ მოხდა რაღაც და გააგდო ცამ ქუხილით მეხი მგელი სადღაც კუდმოჭრილი რბოდა მან დაამხო უცოდველი კრავი. მუხლი დავდე და ვაკოცე მიწას თუმცა ვიღაც მიცქეროდა სანთლით მისი სახე ანათებდა ზე-ცას მისი სახე დამდევს ყველგან ცხადით. ხელი უხმოდ, უხმაუროდ აღვაღე თუმცა თავით მივეკარი მიწას ჩემთან იყო უდიდესი ღმერთი მას სახელად შემოქმედი ჰქვია. გამეღვიძა, ცრემლის იდგა ღვარი გარეთ წვიმდა, დამტიროდა ზეცა მე სარკმლიდან გავიხედე ჩუმად ღამის ცაზე ცისარტყელა თრთოდა. პირჯვრის წერით ავეკარი ხატებს, ძირს დავეგე, ავქვითინდი: -ღმერთო, ნუთუ შენი სურნელება მქონდა ნუთუ, თვალით შემოგხედე, ღმერთო. დავიძინე. უფრო დავდე თავი და დავხუჭე მე ცოდვილი თვალი მგელის სახით უარსებო მღრნიდა მაგრამ ჩემთან ღმერთი იყო ცხადით! თეგაძე გელა 17:33 08.07.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი