დაძინებამდე


ღამეს შევფიცე ცრემლი ამ თვალის,
არც გამიტეხავს მძიმე პირობა
და ყოველ ღამით დაძინებამდის,
თვალებზე ნაზად ნამი მეტრფოდა.

შავბნელი ღამის ზედ მადგა ნისლი
და ეს ფიქრებიც ისე მძიმეა,
ოკეანეა ქარიშხლიანი
და შტორმიანი ეს ყრუ ღამეა.

ამ უღრან მთვარეს რა დააბერებს
და რა მოუკლას მარტოდ მყოფობას,
ისიც ჩემსავით დაპირებას სდებს
და ღამით მშვიდი ცრემლთა მხარეა.

01:14
25.08.2026
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი