პეპლის ფრთები წვიმაში


იცი, ამ ღამეს ძლიერ გაწვიმდა,
მე მეჯიბრება ეს ცა ცრემლებში,
ნუთუ არ იცი, შენ, დიდო ცაო
მე მხრებზე მადგას ფრთები პეპლების?!

თუმცა წამართვეს, მერე გამლახეს
და ამიკრძალეს ცაში აფრენა,
ჩემი ოცნების ფრთები წაიღეს,
თან გაიყოლეს, თუნდაც გაფრენა.

და ასე უფრთოდ გავივლი ცაზე?
და ასე უხმოდ გაგატანთ ამ ფრთებს?
დიახ, წაიღეთ, მერე გაფრინდით
და იოცნებეთ უღრუბლო ცაზე.


01:26
25.08.2026
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი