თუკი
თუკი თუკი ამ ღამეს მშვიდად გავათევ, თუკი მზის სხივებს კვლავაც ვიხილავ, თუკი ერთხელაც შენ გაგახარებ, თუკი შენს სახეს ნათელს ვიხილავ. თუკი ცრემლებსაც არ შევიკავებ, თუკი ტკივილსაც ღიად იხილავთ, თუკი მოსმენით არ დაიღლები, თუკი სიმდიდრეს ადამში ხედავ. თუკი მეტყვი, რომ ესეც გაივლის, თუკი თმის ღერსაც შენ შემინახავ, თუკი ჭაღარაც გამომერევა, თუკი სიბერეს ჩემთვის ინახავ. თუკი ლექსებსაც შენ წაგიკითხავ, თუკი პროზასაც შენთვის ვიკითხავ, თუკი ათასგზის მოქარგულ სიტყვებს, თუკი ათასჯერ შენთვის ვინახავ. თუკი არ გინდა, რომ წლები გავა, თუკი არ მეტყვი შენთვის ვინა ვარ, მე დავამთავრებ ლექსების წერას და ღმერთის სახლში თავს შევინახავ! 23:35 29.08.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი