შემოდგომა


შემოდგომა

ხვალიდან გზებზე გაჩნდება თოვლი,
მაგრამ არ მინდა, ეს თეთრი იყოს;
გადმოგვაყარეთ, ხეებო, თქვენი
თქვენი კაბების ქსოვილი, ხენო!

​და ათასფერად მოკაზმულ ტყეში
თმაში ღიმილით ფოთლებს ჩაგიყრი;
არ დაიმორცხვო და არ გაბრაზდე -
იქნებ ესაა, რაც უნდა გთხოვო.

​ხელებს მოგაბჯენ წელზე და შემდეგ
დაგატრიალებ შენ, ჩემო მზეო!
ხელს ხელთ ჩაგკიდებ, ჩემო გვირილავ,
გზებზე, ფოთლებში ჩვენ გავექანოთ.

​წინ გავექანოთ, წინ გავექანოთ,
იქნებ გამოგყვნენ შიშველი ხენი!
ჩვენ შევიფაროთ ამ ცივ ზამთარში,
ტანს მოვახვიოთ უფოთლო ხელნი.

​შემოვიკედლოთ ყველა მგოსანი,
ყველა გვირილა ჩვენთვის დავნამოთ,
ყველა მერცხალი ჩვენ გავაცილოთ,
არ გავატანოთ თბილ მზესთან ქარი.

​ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება,
გადავიაროთ ხენი და ტყენი;
თუმცა არ მითხრა, რომ არ გიყვარვარ, -
მაშინ დამცვივა ფოთოლნი, ცრემლნი.

​00:07
01.09.2026
თეგაძე გელა
​2026 წლის სექტემბრის პირველი დღის პირველი ლექსი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი