იქნებ
იქნებ ეს გრძნობაც უჩვეულოდ სწრაფად გაცივდა და ამ ზაფხულის ბოლო დილას ისევ აცივდა იქნებ ყვავილებს დაათოვა ცამ, დილით, ადრე, იქნებ გვირილაც ჩაიჭმუჭნა კი არ აყვავდა. იქნებ ამ მზესაც დაეკარგა ის ცხრავე სხივი იქნებ მთვარემაც ვეღარ შეძლოს ღამით ანთება იქნებ ეს ქარიც სიოდ ჩადგეს და ჩაიკარგოს იქნებ ზაფხული აღარც მოვა თუ კი აცივდა. იქნებ მინორი გაამეფეს დღეს ამ ვერხვებმა და ქარში სიოდ ჩაკარგული ნოტიც ირევა იქნებ მთავრდება უსხეულო ვაჟის ღიმილი იქნებ ამ სულსაც შეესხმება ხორცი ცოტახანს. 14:30 01.09.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი