ფრთოსანნი


ფსთოსანნი


ღრუბლით დახურეთ ამ ცის კარიბჭე
და გამოცხადდით ჩემთან, ფრთოსანნო!
საუბარს ვიწყებ დაღლილ მთვარეზე,
წყლიან თვალებზე - ბულბულთ მგოსანნო!

იცით, მაღელვებს დღისით სიბრმავე,
ღამით სიბრიყვე - მუნჯთა მოსმენა,
ქვების დანამვა, ზღვების დაშრობა
და თუნდაც ღამით ამ მზის მოძებნა.

დღისით ცის თაღზე ვარსკვლავთ ძიება
და ყვავის გულში პეპლის სილაღე;
ეჰ, ამ ბეღურის გულის ქვაობა -
კი არ მაღელვებს - გადამიარეს!

მესმის სუნთქვისას ბგერის კანკალი,
ღრმა ჩასუნთქვა და სულის ზანზარი,
წარბის შეკვრა და გულში ხანძარი -
მე რაც მაღელვებს - აი, ეს არის!

ღიმილთ კუთხეში ცრემლის შეშრობა -
ეს არეული რუკაც აქ არის,
არ მოიწყინოთ, ჩემო ფრთოსანნო
თქვენი მგოსანი ჯერაც აქ არის!


21:52
03.09.2026
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი