სხვისი გქვია...


ვეღარ ვითმენ, მონატრება მერევა

გზებს გავყურებ მარტოობა მკოცნის

ვაი, თუკი სიმარტოვის მეკვლე ვარ

ზაფხულია და ზამთარი მოდის.

ვეღარ ვითმენ, მონატრება მერევა

სიყვარულზე მინდა უხმოდ მღერა

ჩემი მინდა ერთგულება შეგარქვა

ჩემი მინდა სიყვარული გერქვას.

ვეღარ ვითმენ, მონატრება მერევა

ახლაც ჩემი სული გკოცნის გულზე

მინდა ღამე შენი ტრფობით ვათიო

მინდა შენი სუნი მქონდეს სულ მე.

ვეღარ ვითმენ, მონატრება მერევა

შენი ცრემლი ჩემად იქცა მგონი

დღე და ღამე ცრემლის არის სიმღერა

მენატრები, მენატრები, მოდი.

მოვითმინე, მონატრება იმარჯვებს

გავუსწორე თვალი ყოველ დილას

მივეჩვიე მონატრების იარებს

დღეს თუ არა მალე, მალე მოვალ.

სხვისი გქვია, მგონი დავიგვიანე

მონატრება მომეჩვია, რა ვქნა

თუკი ამ დღეს შენით გავამზიანებ

თოვლი მოვა და გამაქრობს, კარგად...

15:47

19.07.2026

თეგაძე გელა
სიყვარულიპოეზიათეგაძე-გელათეგაძეგელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი