მესაფლავე პასუხობს გალას
ოჰ, მელექსეს აღშფოთებას მესაფლავე უსმენს ჩუმად. შენს საოცარ დარდს და იმედს მე ჩემს გულში გადავმალავ. ვინაც გუშინ ფიცულობდა ვინაც ცრემლი ღვარად ღვარა თავგანწირვით და უსიტყვოდ წვანან ერთად ძლიერ მყარად. კვლავაც რეკავს ზარი გლოვის კვლავაც ისმის ფიციც მწარე მილეული, ნამთვრალევი მე მათ სულებს გავახარებ. მე ხომ ჩემი თვალით ვხედავ ქარზე უმალ თანწაღებულთ მე ხომ ჩემი თვალით ვხედავ გლოვას რითმით ნამთვრალეულს. მიწაა მშვიდი და მიწაა მართალი, აქ ქრება ყოველი ვაი და ვაგლახი ვერც სიტყვა, ვერც ფიცი, ვერც ცრემლი გამლღვალის ვერ შეცვლის იმას, რაც არის დაშლილი. მელექსე სტირის იგიცვე იცინის მას ესმის ცხოვრება - კაცის დაჩაგრულს აბნიო გულ-მკერდზე მათ მიწა დამპალი არ არის იოლი არ არის ადვილი. 28.06.2026 01:36 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი