სატრფოს ლოდინში
ვარდების ბაღში დაგიკრეფ იებს, და ზამთრის დილას გაგინავარდებ, უკუნით ღამეს მე მზედ ამოვალ, უკუნისამდე არ ვიგვიანებ. თუნდაც დამტოვო ვარდების ბაღთან, მე სპეტაკ ღამეს წავემღერები, თაიგულს სევდით გამოგიბანტავ , და კარის ძირში დავეჩოქები. თუნდაც უარმყო, ცივად მიმიღო, მე მაინც შენით ავღიღინდები, და როცა ვარდი ფოთლებს ჩამოყრის, - ნუღარ დამნამავ ავქვითინდები. უკუნით ღამეს წავემეგობრე, მომაჯადოვა ლურჯი თითებით, თურმე ამ ღამეს მარტო დარჩენილს, ყინულის ადგას თვალზე ცრემლები. ამ ლექსის სტოროფებს ბევრი იკითხავს მერე მეტყვიან: - რას არ ყვებიო ... თუმცა რა არის ჩემთვის ახალი შარშან და წელსაც სატრფოს ველიო. თეგაძე გელა 00:57 25.07.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი