მგონი, გავხდი ლოთი
ბევრი რამე გამახსენდა ახლა უკუნითი ღამე მაწევს მხრებზე ზეცა ტირის, ჩამოიქცა ცრემლად წყალი ჩადგა მონატრების გზებზე. გამოიქცა დაჭერილი ფიქრი ამას მოჰყვა დაგროვილი ცრემლი ჯერ ისედაც ადიდებულ ზღვაში ჩემიც ჩადგა მძიმე, მძიმე ნისლი. წვიმის წვეთის დასის მესმის მღერა მომწონს მისით აღღერილი ნოტი მესმის მისი ჩუმი ხმა და გრგვინვა მე დავთვერი, მგონი გავხდი ლოთი . ანგელოზთა დასის მესმის გალობა მე მიხმობენ, კარს მიღებენ, მგონი ახლა ისევ სინანულით ღამდება ახლა ისევ დამეკარგა გონი. დაიბადე, მინდა გითხრა მადლობა და მადლობა მინდა გითხრა წვიმის ნოტით მერე მინდა გავიგონო შენი ხმა მე დავთვერი, მგონი, გავხდი ლოთი. 01.07.2026 00:28 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი