შეშლილი მთვარე, შეშლილი პოეტი


ახლა მინდა ვესაუბრო შეშლილ მთვარეს
ახლა მინდა გადავშალო გული
თუნდაც შევკრთე, დავიცალო მოგონებით
აღარ მინდა დავიმძიმო სული.

ჩამომხედე, მხოლოდ ერთხელ ჩამომხედე
აღარ ფარავს ჩემს ფანჯარას ფარდა
იქნებ კიდეც დამინახო მისვენილი
იქმებ კიდეც დაგანახო განცდა.

მე გიამბობ ბავშვობაზე, დიდობაზე
მოგიყვები ათასნაირ ზღაპარს
მოგიყვები იმ ანთებულ თვალ-კაკალზე
ოდესღაც რომ მინათებდა გზა-კვალს.

ოჰ, ამ ქარმაც გაიგონა შეგონება,
ჩანაცრისფრდა, ჩაისვენა, ჩაქრა
ხმაურია უღრან ღამეს ჩემს ოთახში
წამი წუის ეჯიბრება საათს.

თვალი თითქოს მეხუჭება ახლა
თუმცა მუზამ გამიხსენა მგონი
არ ვაპირებ დაძინებას გარდასვლამდე
თორემ შენაც მოგაკლდება ძილი.

წვიმა მინდა წამოვიდეს, დამასველოს
მერე მინდა სეირნობა გარეთ
მერე მინდა მონატრება ამ ქუჩების
ბოლოს მინდა მხოლოდ მე და მთვარე.

არ გეგონოს გალას ვბაძავ, რას მაკადრებთ
მე მოახლე შევედრები თვით კაცს?
მხოლოფ მინდა ჩავიფიქრო სურბილება
მხოლოდ მინდა ბოდიალი სადღაც.

დავასრულე? შეიძლება ასეც არის
თუმცა რაა დასრილება ამ გზის
ხელოვნება უკვდავების პიკი არის
ხატავ, ძერწავ აღარა ხარ ამ დღის.
27.06.2026
00:23
თეგაძე გელა
სიყვარულილექსიპოეზიალექსებითეგაძე-გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ტექსტი სავსეა მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ყველაზე გაცვეთილი, „ნაფტალინიანი“ პოეტური კლიშეებით:

„შეშლილი მთვარე / შეშლილი პოეტი“

„გადავშალო გული / დავიმძიმო სული“

„მუზამ გამიხსენა მგონი“

„წვიმა მინდა წამოვიდეს, დამასველოს“

ეს არის ენა, რომელიც ახალგაზრდა, გამოუცდელ ავტორებს ეჩვენებათ „პოეტურად“, სინამდვილეში კი ლიტერატურულად სრულიად მკვდარია.
ყველაზე თვალსაჩინო და უხერხული მომენტი არის გალაკტიონის ხსენება:

„არ გეგონოს გალას ვბაძავ, რას მაკადრებთ / მე მოახლე შევედრები თვით კაცს?“

ავტორი ხვდება, რომ მთვარეზე, წვიმაზე, ღამით ბოდიალსა და „შეშლილობაზე“ წერით ის გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე ზედაპირულ ეპიგონობას ეწევა, მაგრამ ამის ტექსტშივე უარყოფით ის კიდევ უფრო აბსურდულს ხდის ვითარებას. პოეზიაში საკუთარი თავის მართლება ან პოეტურ კუმირებთან პირდაპირი კეკლუცობა თითქმის ყოველთვის უგემოვნობის ნიშანია.
ლექსი სრულდება პათეტიკური, აბსტრაქტული და სრულიად გაუაზრებელი „ფილოსოფიური“ განცხადებით:

„ხელოვნება უკვდავების პიკი არის / ხატავ, ძერწავ აღარა ხარ ამ დღის.“

ეს არის ტრაფარეტული სენტენცია, რომელიც არანაირად არ გამომდინარეობს წინა სტროფებიდან. ავტორმა უბრალოდ „მოაქსოვა“ ლოზუნგი ხელოვნების უკვდავებაზე, რათა ტექსტს რაღაც მნიშვნელოვნება შესძინოს.
ლექსს არ აქვს არც მუდმივი ზომა და არც გამართული რითმული სქემა.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი