ლოთი პოეტი
დავიღალე, აღარ შემწევს ძალა ძირს ვეცემი და ვთეთრდები მგონი თოვლი მოვა გაათეთრებს ქალას მე აღვდგები და ვიქნები ლოთი. წინა ლექსის სუნი ასდის დღეს ამ რითმებს, დღესაც უნდა გავხდე მგონი ლოთი, მერე რა, თუ შემიჯავრებს მთა და მდელო მე ვიქნები ბედნიერი ლოთი. მერე რა, თუ სიყმაწვილე მიფრინდება მერე რა, თუ გავთეთრდები მალე მერე მაინც დამაფიცოს მონატრებამ მერე მაინც გაგახსენოთ ღამე. ვაფერადებ დღე და ღამე შავ-თეთრ სტროფებს, და გიყვებით მე ბედნიერ წუთებს თუმცა თქვენი მიწიერი აზრთა წყობა ვერ მისწვდება მარტოსულის შტოებს. ახლა არ თქვათ, ლექსის წერით ტრაბახობსო არ გეგონოთ მე ვწერ ახლა სტროფებს გვიან ღამის რითმამ მითხრა - გაიღვიძე! თვალის ნამი რითმად გაათეთრე! 10:46 28.07.2026 თეგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი