მერე?
მერეს დედას მოვიკითხავ ახლა მინდა ვიცინო, მერე იქნებ აღარც იყოს, მერე იქნებ იწვიმოს. მერე უკვე გვიანია ახლა მინდა გიმღერო, მერე იქნებ ხმა წამერთვას მერე იქნებ იწვიმოს. მერე უკვე დაბნელდება ახლა მინდა ვიფრინო, მერე იქნებ მუშტი შეკრას ღრუბელმა და იტიროს. მერე? -მერე როდის არის? ხვალ-ზეგ გინდა ისმინოს? მერე სიტყვას ვეღარ ეტყვი და ვერც ეტყვი გისმინოს. მერე სიყვარულიც მიდის მიდის, ჩვენთან არ რჩება ყველას ახლა გაუფრთხილდით სამუდამოდ რა რჩება? 19:30 27.07.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი