მოთეთრო მანტია


თავს არ მანებებენ წყეული რითმები,
სადღაც მიმათრევენ რამდენი ხანია,
ღამით, ძილის წინაც, თავსზემოთ დგებიან
სიზმრებში მიპყროვენ და მელანდებიან.

ტანზე შემომაცვეს მოთეთრო მანტია
თავზე დამახურეს შეშლილის ბერეტი
ზურგზე ამომაკრეს, გარკვევით წერია
-არ ენდოთ ბოლომდე, არ არის ნამდვილი.

არ მენდოთ, შორს წადით არ მინდა  კივილი
თვალები ძლივს გრძნობენ ამ ლექსის იარებს
თვალები ქრებიან და იფანტებიან
არ მინდა, გაჩერდით, არ მინდა სიკვდილი.

00:54
28.07.2026
თეგაძე
ლექსიპოეზიალექსებითეგაძე-გელალოთი-პოეტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი