იქნებ მომისმინო...


ახლა მომისმინე, უნდა გახალისო
მინდა მოგილხინო თვალი
სული გაგითეთრო, გული აგიმღერო
სიზმრად დაგანახო ქალი.

მინდა ბედისწერის ლექსი დაგიწერო
შენი სიყმაწვილე ვნახო
ღატაკი ლექსები მე ისევ ამოვწერო
და შენ დაგიგზავნო, ქალო.

არა, რას მაკადრებ, რატომ ეჭვიანობ?
გინდა ზამბახებით მნახო?
მაშინ დაუძახე გალას მთვარეულს და ერთად ავეფაროთ ცასო.

ქარი სიყვარულის, ქარი ერგულების
ქარი ჩაქარგული სიტყვის
ტანზე შემოხეულ რითმებს ვატარებ და იქნებ გაგირღვიოთ ფიცი.

რა ვქნა, არ მჩვევია რთული სტრიქონები
იქნებ კითხვებიც გაქვთ ჩემზე
თუნდაც იკითხოთ და თუნდაც ბევრი წეროთ
აუღებელი ვარ ნოტი.

22:51
26.07.2026
თეგაძე გელა
ლექსიპოეზიალექსებითეგაძე-გელალოთი-პოეტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი