მე მოვდივარ!
გააღეთ, გააღეთ, დიახ, დააღეთ სამოთხის კარი - აი, მოვდივარ! მე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე გადებული მძიმე ლოდი ვარ და ცის ნეკნებში ჩამსხვრეული მე მზის მორგვი ვარ. დღისით ცის თაღზე უჩინარი მთვარის ჩრდილი ვარ და ღამით მზე ვარ, მზე ვარ, მე ოცნებათა ნიაღვარი ვარ. ოკეანეში მე ტალღა ვარ, ქარიშხალი ვარ და მთის წვეროზე ყინული ვარ, ცივი წყარო ვარ. მე უღრან ტყეში სიბნელე ვარ, უხმო ღამე ვარ. მე სიჩუმე ვარ, ხმაური ვარ, გამოცანა ვარ. მე სირცხვილი ვარ, უპასუხო ამოცანაც ვარ. და მაინც მკითხავ, რომ ვინა ვარ, საიდანა ვარ? მე არავინ ვარ, სული მქვია, ხორციც არა ვარ! 23:44 29.07.2026 თეგაძე გელა თუ მკითხავთ, რომელ ლექსში ვარ მე მე, პასუხი უკვე იცით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი