მე შენ დაგეძებ, ღმერთო!
აღარაფერს გთხოვ, უკვე მრცხვენია მგონი, დაგღალე, ღმერთო, უკვე რამდენი დღენი მიდიან და შენ დაგეძებ, ღმერთო. ყველა გაცურდა, ყველა გამოჩნდა მხოლოდ შენ დამრჩი, ღმერთო უკვე რამდენი დღენი მიდიან და შენ დაგეძებ, ღმერთო. რამდენი დილა მე მზით მინდოდა ყველა ღრუბლებით მერგო, უკვე რამდენი დღენი მიდიან და შენ დაგეძებ, ღმერთო. ხანდახან ვნაღვლობ, ნუთუ არ ვჩანვარ ნუთუ, მე გავქრი, ღმერთო, უკვე რამდენი დღენი მიდიან და შენ დაგეძებ ღმერთო. ამ ლექსის სტროფებს ნუ ჩაუყვებით ვერაფერს ნახავთ ახალს როცა წავალ და უკან არ მოვალ მაშინ გიპოვი ღმერთო! 23.06 29.07.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი