მიდით, ააკვნესეთ!
მიდით, ააყოლეთ სიმებს რამდირარი დღესაც ააკვნესეთ წლების ვიოლინო და თუ არ ვიცეკვო, ჩემს თავს გეფიცები მერე გადამხვეწეთ, თუნდაც ვიცოდვილო. ტანგოს შენ მთავაზობ? მოდი, წაგეცეკვო თუმცა რთული არის ჩემთვის ხელის ჩვევა ვაი, თუკი წელზე ხელი ვერ მოგხვიო ვაი, თუ ვიფიქრო შენდა შეუფერად. გთხოვ, ნუ ამარიდებ შენს თვალს, გენაცვალე და ნუ გამიცოცხლებ, ღამეს არამზიანს ახლა ღამე არის, ახლა ისე მინდა მიდით, ააყოლეთ სიმებს რირა-რირა. 21:21 04.08.2026 თეგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი