მოღალატე


მიდით, მიდით, ააცეკვეთ ხეთა ჯარი
და თქვენს ნებას დაუმონეთ იგი,
არ იცრუოთ, გაანელეთ ქარიშხარი,
დაუწესეთ კანონები სვე-ბედს!
მოითხოვეთ, მზიანი და ლაღი სიო,
აუკრძალეთ დატირება ზეცას,
ზამთარს თოვლი მოაშორე, ეჰოო...
ბოლოს სთხოვეთ უმთვარეო ზეცა.
ჯვარზე აცვით ცხრავე სხივი ამ მზის,
ის ხომ ლაღად ეფერება დილას,
დაამიწეთ უმეგობრო მთვარე
და ტრიალი აუკრძალეთ მიწას.
მე არ მთხოვოთ მოლხენა და მღერა,
არ გაბედოთ, დამიწუნოთ სიტყვა!
მე ხომ ასგზის ვუღალატე ჩემს გვარს,
გამაკარით, მოღალატე მქვია!
16:58
06.08.2026
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი