საუბარი ღმერთთან
მე გვიან ღამით გელოდი, ღმერთო და შენთვის კლვალაც დავწერე ლექსი და თუ მოაღწევს ჩემი ბგერები არ მიმატოვო, ბოლოჯერ გეტყვი: ჩემი თვალები ისევ სკდებიან და ისევ შენთვის ათევენ ღამეს; ჩემი ბაგენი დაძინებამდის, კვლავაც კანკალით ჰყვებიან ამბებს. დავდივარ უტრფოდ, უმისამართოდ, ვასწორებ დღეს და ვასწორებ ღამეს, ტყეში ხის ძირას თავჩაქინდრული ვიხსენებ კვლავაც უეკლო წარსულს წარსულით ნაშობ მომავლის რტოებს ვერ მივუყვები, თითქოს მაქვს რიდი და წლების მერე მოთეთრო წვერებს ვერ წარმოვიდგენ, თვალზე მაქვს ბინდი. ფიქრი წაიღო ჩემმა ლექსებმა და გამახსენდა ხალისი ძველი, თვალებბრიალა და თავქოჩორა, მე მივუყვები ბინდიან ბილიკს. ხან თმის ოდენა ბაგირს გავდივარ, ხან გადავცურავ ცრემლიან ხევებს, და მოხევენი ჩემი ცხოვრების ხან მეტრფიან, ხან მიხვევენ ხელზე. თუმცა რა არის ჩემი სიცოცხლე მე ხომ გავშალე მწვერვალზე ფრთები მე ხომ ავფრინდი და რომ გავფრინდი გადავიფრინე მომევლის ბედიც. ესაა ღმერთო, რაც უნდა მეთქვა ესაა რისთვის ვათევდი ღამეს და ახლა ვფიქრობ დაძინებამდის რაზე ვიფიქრო, მე დავრჩი მწირი. მე კვლავაც ვუხმობ ამ ღამეს მთვარეს და საიდუმლოს კვლავ ვეთხოვები, მას გამოვატან დაწერილ ნოტებს და მთვარის სონეტს ააელვარებს. ახლა მზე ცდილობს გატეხოს კარი და მოისმინოს ქვითინი ჩუმი მე ვერ გაგიხსნი ჩემს აღსარებას ღმერთო, ამ ღამით ხელში მაქვს ფსკვნილი. ღამით გარდასვლის საათს დავრეკავ და მე აღვაპყრობ ჩვეულად ხელებს მაშინ დავიწყებ ჩემს აღსარებას არ მიმატოვო, ბოლოჯერ გეტყვი! 13:31 07.08.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი