უკუნით ღამეს


სიო შთაბერვით ანიავებს მხრებზე ამ ნისლებს,
და მთვარიანი ღამის ბინდში გზები მერევა,
მგონი დავმძიმდი სამარედან მე ამოსული,
და გზებს ვერ ვიგნებ, ვეღარ ვხედავ, ჭკუაც მელევა.

ვის უნდა ვთხოვო შემეშველოს, ხელზე დავეყრდნო,
ვის გამოვუტყდე, რომ ჩემს მუხლებს ძალა ეცლება,
ნისლი მოადგა გვიან ღამით დაორთქლილ ფანჯრებს,
აკაკუნებენ, წამიყვანენ და სხვა რა გინდა?

სუნთქვა მეკვრება და ისევ, ისევ, ძალა მეცლება
თუმცა რარიგად გინდა მითხრა, რომ არა უშავს
ეს წლებიც გავა, გაილევა, დაიკარგება
სულიც წავა, სამუდამოდ ცაში დარჩება.

01:44
19.08.2026
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი