სულის მელოდია


ეს რა საოცარი დილა გამითენდა?!
უკვე არაფერზე ვდარდობ,
თუმცა მთვარე არის ახლა ამოსული
მზე კი უკვე ვეღარ მათბობს.

გული მიცივდება? ვფიქრობ, დაიღალა,
ანდა გაზაფხულზე ნატრობს,
თუმცა მარტი მოდის ზამთარს შეჭიდული,
- ჩემი თვალები შენ გნატრობს!

და კვლავ მე ვიტყვი - შენ გაგიმარჯოს!
ჩემი ბაგენი კი ამბობს:
ვახ, შენ გენაცვალე ჩემო იმედო და
გთხოვ, ნუ ამატირებ ამ დროს!

და მე ვმღერივარ არეულ ნოტებს,
და მე არეულს გრძნობებს შენ გიხსნი,
და მე დაგიწერ არეულ რითმებს, 
და ბოლოს გეტყვი - სიცოცხლეს გიძღვნი!

ნუ ატირდები, გთხოვ, წაიკითხე,
იქნებ მაპატიო ცრემლი,
მე ჩემს სიციცხლეზე აღარ ვიდარდებ და...
და შენ შემოგიხსნი, გიხსნი!

მოდი შევწყვიტოთ ახლა რითმები
და ხვალ გავაგრძელოთ. გნატრობ!
მე შენ გელოდები, თუნდაც ათასწლეულს
და თუ დაბრუნდები, გნახო? 

00:38
13.08.2026
თეგაძე
ვუსმენ რიჩარდ კლაიდერმანის A Comme amour-ს და ამის მიხედვით და შედეგად დაიბადა ეს ლექსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი