ამოძახილი


ჰე, მომისმინეთ, გიხმობთ, გეძახით
სადა ხართ, ამ დროს თქვენ, ანგელოზნო?!
მე დავამთავრე მიწაზე დგომა
და ცა გამიღეთ, ზეცისკენ ვილტვი.

გამიღეთ, მოვალ! აი, მოვდივარ!
მე სიტყვით დაჭრილს გულზე მაქვს სისხლი,
მე გარიჟრაჟზე სიო მეტრფოდა
და მიმატოვა, ამას თქვენ გიხსნით.

ოჰ, ღმერთო ჩემო, სიმი მიწყდება
და ვერ ვამღერებ ამ ღამეს ნოტებს
ოჰ, სახლის გზები უკვე მერევა
მერევა... მერე რა... მე რა? 

რითმა მერევა, გზებიც მერევა,
სატრფო მეშლება, გრძნობა მელევა,
სიო მერევა და ცის მეკვლე ვარ
მე!

დიახ, მე! მხოლოდ მე!

მე ცისქვეშეთში გამოგზავნილ დაცემულს ვგავარ
წადი, გაიქეც თავს უშველე შენ ჩემო ერთო
ვაითუ, მანდილს შევაქციო მე უდროობა
და დრო მოგიკლა, გაგაქვაო, ჩემი გაგხადო!

18:42
13.08.2026
 თეგაძე გელა

Moonlight Sonata
Ludwig Van Beethoven, Marioverehrer.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი